მოსკოვთან ავიაგამანადგურებელი მიგ-29 ჩამოვარდა

რუსეთში, მოსკოვში, კოლომენსკის რაიონის ტყეში ავიაგამანადგურებელი მიგ-29 ჩამოვარდა.
პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ტექნიკური გაუმართაობის გამო, რომელიც ფრენის დროს მოხდა, ავიაგამანადგურებელი უმართავი გახდა, პილოტებმა კატაპულტირება დროულად მოახდინეს და გადარჩნენ”, – ციტირებს “ინტერფაქსი” საკუთარ რესპონდენტს, ავიადისპეტჩერების სამსახურიდან.
ცნობისთვის, ავიაგამანადგურებელი ჟუკოვსკის აეროდრომიდან აფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები