ინდონეზიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1500-ზე მეტია (ფოტოკოლაჟი)
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1500-ზე მეტია. სტიქიური კატასტროფა სულავესის პროვინციულ ქალაქ პალუში მოხდა, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ რაიონში მდებარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან შენობების ნანგრევების სრულად დასუფთავება, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა.