სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

სამხრეთ კორეის სასამართლომ, დღეს, 5 ოქტომბერს, რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ლი მენ ბაკას, კორუფციაში ბრალდებით, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი YTN ავრცელებს.
ლი მენ ბაკი 2008-2013 წლებში მართავდა ქვეყანას. მანამდე ის სამშენებლო კომპანია Hyundai Engineering and Construction -ის მმართველი და ქალაქ სეულის მერი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები