კუნძულ ჰოკაიდოზე 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიის ჩრდილოეთით, კუნძულ ჰოკაიდოზე 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აღნიშნულის შესახებ იაპონიის მეტეოროლოგიური სამმართველო იტყობინება.
მიწისძვრის კერა ჰოკაიდოს სამხრეთით, 30 კილომეტრის სიღრმიდან გავრცელდა.
როგორც ცნობილია, ცუნამის საშიშროება არ არსებობს. რაც შეეხება მოსახლეობას, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი ქალია მსუბუქად დაშავებული.