„საქართველოს შიშველი სატევარი“ – მერაბ კოსტავას ტრაგიკულად აღსრულების ადგილზე იზა ვეფხვაძე სპექტაკლს გამართავს
13 ოქტომბერს, 13 საათზე, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაღუპვის დღეს, მისი ტრაგიკულად აღსრულების ადგილზე, სოფელ ბორითში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი სპექტაკლს გამართავს.
როგორც „კვირას“ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ აცნობა, ეს იქნება მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მისი საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი „საქართველოს შიშველი სატევარი“…
„დასწრება თავისუფალია… ღირსეულო. ქართველნო, საქართველოს ყველა კუთხიდან, მობრძანდით“… – აცხადებს იზა ვეფხვაძე.
ამავე დღეს, ლიტერატურული თეატრი გახსნის ტრადიციულ სამხატვრო პლენერს „გამა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მხატვრები…