მალაიზიაში ექვსი მყვინთავი არასრულწლოვნის გადარჩენისას დაიღუპა
მალაიზიის სამაშველოს 6 თანამშრომელი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილ წყლის აუზში ჩავარდნილი მოზარდის გადარჩენისას დაიღუპა.
მყვინთავები 17 წლის მოზარდს ეძებდნენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. ის თავის მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული. სწორედ ამ დროს მალაიზიაში მიწისძვრა მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით მაშველები მორევში მოყვნენ და უეცრად მოვარდნილი წყლის დიდი ნაკადის გამო აღჭურვილობის ნაწილები დაკარგეს, რის გამოც უკან გამოსვლა ვერ მოახერხეს.
მოზარდის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.