რუსეთში კანიბალიზმის ბრალდებით 21 წლის მამაკაცი და 12 წლის გოგო დააკავეს
რუსეთში, ლენინგრადის ოლქში 22 წლის მამაკაცი და 12 წლის გოგონა დააკავეს, რომლებიც კანიბალიზმში არიან ბრალდებულნი.
გამოძიების ცნობით, დაკავებულმა მამაკაცმა 2 ოქტომბერს, კონფლიქტის დროს, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა იმ სახლის პატრონს, რომელთანაც სტუმრად იმყოფებოდა. ასევე, ირკვევა, რომ ეჭვმიტანილმა მოკლულის სხეული დაანაწევრა. მკვლელობაში მონაწილეობას 12 წლის გოგოც იღებდა, რომელიც მკვლელს ამ სახლში ყოფნისას თან ახლდა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ერთმანეთი სანქტ-პეტერბურგის კაფეში გაიცნეს, შემდეგ კი მოკლულის სახლში, სოფელ ნოვინკაში რამდენიმე დღე გაატარეს.
გამოძიება ასევე ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოკლული ადამიანის სხეულის ფრაგმენტები საკვებად გამოიყენეს.
როგორც რუსული მედია იუწყება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლულის თავი ღუმელში იყო ნაპოვნი, ხოლო სხეულის სხვადასხვა ნაწილი – ტაფაზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კავშირი არსებობს 22 წლის მამაკაცსა და 12 წლის გოგონას შორის, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.