რეჟისორი გიორგი სიხარულიძე კანის კინოფესტივალის რეზიდენციის სტიპენდიანტებს შორის მოხვდა
კანის კინოფესტივალის რეზიდენციის სტიპენდიანტებს შორის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი მოხვდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, გიორგი სიხარულიძე 6 რეჟისორს შორის შეირჩა და პარიზში 4 თვენახევრის განმავლობაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე იმუშავებს.
გიორგი სიხარულიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს. რეჟისორი რამდენიმე მხატვრული ფილმის ავტორია, მათ შორისაა მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „ახალი წელი“ და „წითელი ვაშლები“. „ახალი წელი“ ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სელექციაში მოხვდა.