აშშ-ში გიულენის სახლში შეღწევა შეიარაღებულმა პირმა სცადა

ამერიკის, შტატ პენსილვანიაში მდებარე, თურქი ოპოზიციონერი ემიგრანტის, რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწის, ფეთჰულა გიულენის სახლში შეღწევა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა სცადა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Reuters იტყობინება.
ინციდენტი კერძო დასახლების ტიპის ქალაქ სეილორსბურგში მოხდა. გამოცემა Reuters-ის თანახმად, შეიარაღებულმა პირმა სახლის ტერიტორიაზე შეღწევა სცადა, მაგრამ დაცვის თანამშრომელმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა და ბოროტმოქმედი ადგილიდან მიიმალა. თურქი პოლიტიკოსის წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფეთჰულა გიულენი ამერიკაში 1999 წელს გაემგზავრა. 2013 წლამდე, სანამ თურქეთში დიდი სკანდალი მოხდებოდა, რომელში ერდოღანის თანაპარტიელები იქნებოდნენ გარეულები, გიულენი პრეზიდენტთან ყველაზე დაახლოებული პირი იყო. ერდოღანმა გიულენს მსხვილი კორუფციული სქემების ორგანიზებაში დასდო ბრალი. 2016 წლის ზაფხულში ანკარასა და სტამბოლში სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ერდოღანმა, ამჯერადაც, გადატრიალების მოწყობაში ბრალი გიულენს და მის თანაპარტილებს დასდო და აშშ-დან მისი ექსტრადირება მოითხოვა, თუმცა ვაშინგტონმა ამაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები