ნიუ-იორკის მერმა ტრამპს დამალული გადასახადების გადახდა მოსთხოვა
ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან ყველა გადაუხდელ დავალიანებას ამოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Fox News ავრცელებს.
“ქალაქი ნიუ-იორკი იბრძოლებს იმისთვის, რომ პრეზიდენტის ყველა დავალიანება ამოიღოს”, – განაცხადა დე ბლაზიომ.
მან ასევე განმარტა, რომ გაზეთ The New York Times -ში გამოქვეყნებული მონაცემები პრეზიდენტის დამალულ გადასახადებთან დაკავშირებით, მართალია. მერის თქმით, ტრამპს შესაძლოა “სერიოზული სანქციები” დაეკისროს მსგავსი მაქინაციების ჩატარების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა გადასახადები 90-იან წლებში დამალა, დე ბლაზიოს განცხადებით, ასეთ ქმედებას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.