ბრიტანელი პენსიონერი საგზაო წესების დამრღვევებს ებრძვის

ინგლისის, სოფელ ბისტონში მცხოვრებმა პენსიონერმა უდისციპლინო მძღოლებთან ბრძოლა გადაწყვიტა. პენსიონერმა ადგილობრივი ხელისფულება საკუთარი თავის წინააღდეგ განაწყო, თუმცა მისი მოულოდნელი ინიციატივა თანასოფლელებმაც აიტაცეს.
72 წლის მაიკლ ლეისის სახლი მანქანებით გადატვირთული გზის პირას მდებარეობს და მძღოლები ამ გზაზე გავლისას დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ, მოხუცს ეს მობეზრდა.
მაიკლმა საკუთარი სახლის კედელზე მეტალის შტანგა მიამაგრა და ზედ საგზაო სათვალთვალო კამერა დაამაგრა.
მძღოლებმა მოძრაობის შენელება დაიწყეს, მაგრამ სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ინგლისის გზებზეა პასუხისმგებელი, აღშფოთდა: კერძო პირს არ შეუძლია გზაზე სათვალთვალო კამერის დაყენება.

ამაზე მაიკლმა თქვა, რომ კამერა ბუტაფორიაა. სინამდვილეში შტანგაზე ოთხი უფუნქციო ყუთია დამაგრებული, ისინი მარტო ვიზუალურად გავს პოლიციის სათვალთვალო კამერებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები