აღმოსავლეთ სარდლობაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2018“ მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირობით პასუხისმგებლობის რაიონში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2018“ მიმდინარეობს. სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ხელმძღვანელობს და მასში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
„ქარიშხალი 2018“-ში ძალების მიზიდვის გარეშე ჩართულია აღმოსავლეთ სარდლობაში შემავალი ყველა ქვედანაყოფის შტაბი. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბსა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებს შორის კოორდინირებული მოქმედებების და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დახვეწას, კავშირგაბმულობის სისტემების დატესტვას, ასევე შესაძლებლობების შეფასებას ისახავს მიზნად.
სწავლების მთავარ ამოცანას აღმოსავლეთ სარდლობის შტაბისა და დაქვემდებარებული შენაერთების შტაბების მიერ საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები