საფრანგეთში, მიმალვაში მყოფი საშიში დამნაშავე დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ მძარცველი და რეციდივისტი, რედუანა ფაიდა, დააკავა. ის ციხიდან გაქცევის მერე სამი თვე იმალებოდა.

ოპერაციის მსვლელობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, რედუან ფაიდი ქალაქ კრეიში, საფრანგეთის ჩრდილოეთით დააკავეს. მასთან ერთად კიდევ 6 პირი დააპატიმრეს, მათ შორის მისი ძმა და ორი ძმისშვილი.

საშიში დამნაშავე, რედუან ფაიდი ფრანგული დეპარტამენტ სენა დე მარნაში მდებარე ციხიდან პირველ ივლისს გაიქცა, სადაც ის 25-წლიან სასჯელს იხდიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები