მერკელი: გერმანიის გაერთიანების პროცესი ჯერ არ დასრულებულა
გერმანული ერთობა ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი, მაგრამ ეს დიდი გზაა, რომელიც საზოგადოებისგან კონსოლიდაციას და მოთმინებას ითხოვს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ბერლინში გერმანიის გაერთიანების 28 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისაუბრა.
“28 წლის მერე, ჩვენ ვიცით, რომ ის, რასაც ჩვენ გერმანულ ერთობას ვუწოდებთ. ეს პროცესი, დიდი გზაა, რომელიც მუდამ მოითხოვს ერთმანეთს გულისყურით ვუსმენდეთ, ერთმანეთისკენ ვილტვოდეთ და ფარ-ხმალი არ დავყაროთ. გერმანული ერთობის გზა არ დამთავრებულა, ის 28 წლის მერეც ახალ გამოწვევებს გვთავაზობს”, – ციტირებს მერკელის განცხადებას გფრ-ს მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური.
კანცლერის თქმით, ის დღემდე იხსენებს გერმანული გაერთიანების ემოციურ დღეს, მშვიდობიან რევოლუციას, რომელიც ყოფილ გდრ-ში მამაცმა ადამიანებმა მოახდინეს.