სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მამამ თავი მოიკლა
სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის, არმენ გრიგორიანის მამამ, ვალერი გრიგორიანმა თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, გრიგორიანის პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთ “ჟოგოვურდის” ონლაინ ვერსიის ინფორმაციით, გარდაცვლილი საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.