პუტინი ტრამპს სარკეში ჩახედვას ურჩევს და მსოფლიოში ნავთობის ფასის მატებაში ადანაშაულებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის ლიდერს, დონალდ ტრამპს, ურჩევს, მსოფლიოში ნავთობის ფასის მატებაში დამნაშავის ძებნისას სარკეში ჩაიხედოს.
“ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ტრამპთან ჰელსინკში, მაგრამ თუ კი ჩვენ შევეხებოდით ნავთობის თემას, მაშინ მე მას ვეტყოდი, რომ დონალდ თუ კი შენ გინდა, რომ ნავთობის ფასების ზრდაში უშუალო დამნაშავე იპოვო, მაშინ შენ სარკეში უნდა ჩაიხედო”, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ჟურნალისტებთან საუბრისას.