კრემლთან აფეთქების საშიშროებაა
მოსკოვის ცენტრში, „ვასილიევსკი სპუსკის“ მოედანი სამართალდამცველებმა გადაკეტეს. მიზეზი, აფეთქების საშიშროების შესახებ შესული შეტყობინებაა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნული მოედანი კრემლთან მდებარეობს.
„შემოვიდა შეტყობინება „ვასილიევსკის სპუსკის“ მოედანზე, აფეთქების მუქარის შესახებ. ადგილზე მობილიზებულია ქალაქის ყველა შესაბამისი სამსახური, მიმდინარეობს შემოწმება. მოედანი გადაკეტილია”, – აცხადებენ სამართალდამცველები.