საბერძნეთში უკანონო მიგრანტებით სავსე უკრაინული გემი დააკავეს

საბერძნეთში უკრაინული დროშის ქვეშ მცურავი გემი “სოიუზის” ეკიპაჟი 62 არალეგალი მიგრანტის გადაყვანის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის სანაპირო დაცვა ავრცელებს.
“დაკავებულია ეკიპაჟის 3 წევრი, 32, 30 და 27 წლის უცხოეთის მოქალაქეები, რომელთაც, სავარაუდოდ, ადამიანებით ვაჭრობით მცდელობა ედებათ ბრალად. ასევე, დაკავებულია 36 წლის ბერძენი და 37 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი და მგზავრი, რომელთაც მიგრანტები გასამგზავრებელ გემთან მიჰყავდათ”, – იტყობინება სანაპირო დაცვის სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები