კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
ამასთან, უწყების პრესსამსახური დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
კომპანია „სვეტს“, შეჩერებული მშენებლობების გამო, ბოლო დროს ბევრი დაზარალებული ჰყავს და ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.