„ფიროსმანი დღეს“ – სამეცნიერო სესია გაიმართება
4-5 ოქტომბერს ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია – ,,ფიროსმანი დღეს“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დავის სააგენტოდან აცნობეს, სესიაში მონაწილეობას მიიღებენ – ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევრები, ისტორიკოსები, რესტავრატორ-კონსერვატორები, სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები.
სამეცნიერო სესია „ფიროსმანი დღეს“ გაიმართება 2-3 წელიწადში ერთხელ და თავს მოუყრის ყველა იმ სიახლეს, რაც მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და ინტერპრეტაციის მიმართულებით სპეციალისტებისა და საზოგადოებისათვის გასაცნობად იქნება მნიშვნელოვანი. 2018 წელს სამეცნიერო სესია „ფიროსმანი დღეს“ პირველად ჩატარდება.
სესია დაიწყება 4 ოქტომბერს, თბილისში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ ცენტრში (ათონელის ქ. #9), ხოლო 5 ოქტომბერს გაგრძელდება ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში (სოფ. მირზაანი).