ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკარგული მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

    4-დღიანი ძებნის შემდეგ 57 წლის ალექსი ბუბუტიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. თანასოფლელებმა და ოჯახის წევრებმა ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის მიეცემა ქართულ მხარეს ცხედრის გადმოსვენების უფლება. როგორც პორტალ “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თვითმკვლელობის ვერსიასთან ერთად, გარდაცვლილის ოჯახი მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები