გოეთეს ინსტიტუტში ენების ევროპული დღე აღინიშნა
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების (EUNIC -European Union National Institutes for Culture) ორგანიზებით, ენების ევროპული დღე აღინიშნა.
ღონისძიებას გახსნეს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ, ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების პრეზიდენტმა საქართველოში ბარბარა ფონ მიუნჰაუზენმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ.
გოეთეს ინსტიტუტში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მოიცავდა კონკურსებს, ვორკშოფებს და მრავალ სხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებს ევროპის ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების აღსანიშნავად, რომელშიც მონაწილეობდნენ 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები.
წლევანდელი ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელმაც მშობლებისთვის გამართა საჯარო ლექცია თემებზე: მოტივაციის როლი სწავლების პროცესში; უცხოური ენის შესწავლის ოპტიმალური ასაკი და აუცილებელი წინაპირობები.
ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს მიერ 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებების და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, ამდენად, ევროპის საბჭო ფართოდ უწევს პოპულარიზაციას პლურილინგვალიზმს მთელს ევროპაში.
გოეთეს ინსტიტუტში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროგრამიდან აღსანიშნავია:
ნორჩი მწერლების კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა დაწერს მოკლე მოთხრობები;
კონკურსი „გამოიცანი მელოდია“, სადაც მონაწილეებმა გამოიცნესსხვადასხვა ქვეყნის ჰიტები.
არტთერაპიის ვორკშოპი, სადაც მონაწილეებმა თავად შექმნეს ხელოვნების ნიმუშები. დახატეს ტექსტილზე ცნობილი ევროპელი მხატვრების ნახატები და შექმნეს საკუთარი ბლოკნოტები.
ვორკშოპი “გვესაუბრე ჩვენც”.
მისამართი: ზანდუკელის ქ.#16, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.