„ქართული ოცნება“: ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

„პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ,- ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ეს არის დეზინფორმაცია. პარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
ყალბი მისამართიდან გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ თითქოსდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დილით ესაუბრა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია მხარდაჭერას, არა სალომე ზურაბიშვილს არამედ ზურაბ ჯაფარიძეს გამოუცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები