ეკა ბესელია: სალომე ზურაბიშვილს სურს გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი იმისათვის, რომ მას სიყვარულითა და ერთგულებით ემსახუროს

„სალომე ზურაბიშვილს სურს გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი იმისათვის, რომ მას სიყვარულითა და ერთგულებით ემსახუროს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩხოროწყუში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
დეპუტატმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატა.
„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება თქვენი მხარდაჭერის, თანადგომის, ერთად დგომის ხვალინდელი უკეთესი დღისთვის, ასევე ამ ბრძოლის გაგრძელების. პირველ რიგში მინდა, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატო. ჩვენ ერთმანეთი იმ ცნობილი მოვლენების დროს, 2007 წელს გავიცანით, როდესაც ძალიან დიდი მღელვარება დაიწყო იმ სისტემისა და იმ რეჟიმის წინააღმდეგ.
მე მახსოვს 2007 წლიდან დღემდე ყველა ეტაპი, ყველა გზა, ყველა დღე, ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება. მახსოვს როგორი სიყვარულით, როგორი თავდადებით, როგორი უშიშრობით, როგორი პრინციპულობით იბრძოდა სალომე ზურაბიშვილი. იშვიათად მინახავს ამდენი ღირსება და თვისება ასე ერთად თავმოყრილი. ის, რომ სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული აქვს, ეს გასაგებია, რადგან დაიბადა საფრანგეთში, ცნობილი და ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე დრამატული მოვლენების გამო აღმოჩნდა იგი საფრანგეთის მოქალაქე, რომელზეც მან დღეს უარი თქვა, ვინაიდან მას უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, იმისათვის, რომ ემსახუროს საქართველოს იმ ერთგულებით და სიყვარულით, როგორითაც მან ეს წლები გამოიარა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები