სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოს რეგიონში შეხვედრები გამართა

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა და მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
„თუ ვინმემ იცის, რას ნიშნავს შიდა დაპირისპირება, ეს, პირველ რიგში, იცის სამეგრელომ. ჩვენი – ყველას მიზანია დაპირისპირების დაძლევა, ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება.
თუ საზოგადოება შეკრული არ არის, მას უჭირს წინსვლა. ჩვენი მთავარი მიზნების მიღწევას მხოლოდ ერთი კაცი ვერ შეძლებს. ამ მიზნის ასრულებაში ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. მე ვიქნები საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მარტვილში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები