ზვიად ძიძიგური: ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის

„ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარტვილში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი და პატრიოტული, კარგი საქმე აქვს გაკეთებული, რაზეც ორიოდე წუთით თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო. ეს არის ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მილიონზე მეტი მოქალაქე ჰყავს ემიგრაციაში საქართველოდან.
ჩვენ, კარგად გვახსოვს რა პროცესები წარიმართა ამ ქვეყანაში 1992 წლის შემდეგ და ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანაქალაქელი, თანასოფლელი უცხოეთშია წასული და დღესაც ტირის, ისე უნდა საქართველოში დაბრუნება. ის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღება გამარტივებულიყო, ეს ინიციატივა ქალბატონ სალომეს ეკუთვნის, მან შემოიტანა და ჩვენ ასეთი ტიპის ფორმულირება მივიღეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან, როგორც დიდი ემიგრაციის, ყველაზე ძველი ემიგრაციის წარმომადგენელმა საქართველოს პირველი მთავრობიდან, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა მიმართვისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები