ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 პირი: 1993 წელს დაბადებული ს.ს., 1995 წელს დაბადებული თ.გ. და 1996 წელს დაბადებული ა.ზ. თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ს.ს. და თ.გ. აკაკი წერეთლის გამზირზე დააკავეს. პოლიციამ, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები – „ექსტაზი” და „ამფეტამინი” ამოღო. ა.ზ. კი  ცაბაძის ქუჩაზეა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას, ამოღებულია, სავარაუდოდ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ი​ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები