შსს-მ გორში, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ა.ხ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ერთჯერად შპრიცებში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები – მეტამფეტამინი და ამფეტამინი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები