გიორგი მარგველაშვილი: ყოველთვის მოვითხოვ ამერიკელი პარტნიორების მეტ ჩართულობას ყველა ფორმატში

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საუბრისას, აღნიშნა, რომ საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მისივე თქმით, ის ყოველთვის მოითხოვს ამერიკელი პარტნიორების მეტ ჩართულობას, ყველა ფორმატში, ნატო-ში, ევროკავშირსა და ორმხრივ ურთიერთობაში.
„მე ყოველთვის მოვითხოვ მეტს და შესაძლოა, ხშირად გადავამეტებ ამ მოთხოვნას. ამ მოთხოვნის მოტივაცია მოდის იქიდან, რომ მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ინტერესებიდან ვლაპარაკობ. როგორც მოგახსენეთ, ჩვენი სამუშაო დღის წესრიგი მდგომარეობს შემდეგში: ეს არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც არის ახლა რეგისტრირებული და რომელსაც უფრო სწრაფად მიღება და გატარება სჭირდება. ბუნებრივია, ეს არის დაცულობის გარანტიები. საქართველო თამაშობს მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გლობალური თანამშრომლობა, რეგიონის სტაბილურობა, დემოკრატიული სახელმწიფოს შესაძლებლობის დაფიქსირება და მხარდაჭერა იმ ერისა და ქვეყნისა, რომელიც ასე მტკიცედ დგას გაზიარებული ღირებულებებისთვის – ეს, ჩემი აზრით, არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესებში. ეს არის რეგიონის, დასავლეთის, შეერთებული შტატების ინტერესში იმისთვის, რომ სტაბილურობა და სტაბილურობის პროექცია განხორციელდეს ეფექტურად. მე ყოველთვის მოვითხოვ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მეტ ჩართულობას, მეტ აქტიურობას ყველა ფორმატში, როგორც ნატო-ში, ევროკავშირსა და ორმხრივ ურთიერთობაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები