ბათუმში 50 წლამდე ქალი შვილმა დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 50 წლამდე ქალს შვილმა ჭრილობა ყელის არეში დანით მიაყენა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მეზობლების თქმით, დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდა.

როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ჭრილობა საკმაოდ სერიოზულია, დაჭრილი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.p

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები