სოფიო ქაცარავა: ის პროცესი, რომელსაც ქვეყანა გადის ევროინტეგრაციის გზაზე, გვაძლიერებს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ევროკავშირის წარმომადგენლობის, პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელს, ასუნსიონ სანჩეს რუიზს შეხვდა, რომელთანაც განიხილა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის და კავშირების გაძლიერების საკითხები.

„ის პროცესი, რომელსაც ქვეყანა გადის ევროინტეგრაციის გზაზე, გვაძლიერებს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის“- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები, კომიტეტის საქმიანობის დღის წესრიგი, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა ქვეყნისთვის და დემოკრატიზაციის პროცესი.

სოფიო ქაცარავამ ისაუბრა საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებისა და მის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები