ბრისტოლში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
დღეს ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Encounters Film Festival გაიხსნა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალზე საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.
კინოფესტივალის პირველ დღეს პროგრამაში GEORGIAN PAST MASTERS აჩვენეს მიხეილ კობახიძისა და გიო მგელაძის ფილმები, სექციაში GEORGIAN NEW TALENT წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების თანამედროვე მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა, ხოლო დღევანდელი დღის დასასრულს, მაყურებელმა გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ ნახა.
ღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, ფესტივალის სტუმრებისთვის ქართული წვეულება გაიმართა.