საფრანგეთი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

საფრანგეთის მოსახლეობა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“თუ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მაშინ ეს საკითხი, ნებისმიერ შემთხვევაში, საფრანგეთში, რეფერენდუმზე უნდა გავიდეს. არ არსებობს აღელვების საჭიროება რაღაც შიშებზე დაყრდნობით, ბოლო სიტყვა საფრანგეთის მოსახლეობას ეკუთვნის, მაგრამ თარიღი ჯერ უცნობია და ამ ეტაპიდან ცოტა შორს ვდგავართ, მაგრამ საფრანგეთის სახელით ვაცხადებ, რომ ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება”, – განაცხადა ოლანდმა. თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო – 18 წლის შემდეგ, რაც ქვეყანამ კავშირს წევრობის წინადადებით მიმართა. ანკარას ევროკავშირთან მოლაპარაკებებში 35 საკითხიდან (რომელსაც ევროკავშირში 35 თავს უწოდებენ) მხოლოდ ერთი აქვს დახურული. მოლაპარაკებები დაწყებულია რამდენიმე ათეულ სფეროში, თუმცა მათი უმრავლესობა შეჩერებულია. პოლიტიკურმა ბარიერებმა, განსაკუთრებით კვიპროსთან დაკავშირებულმა პრობლემამ და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების – გერმანიის და საფრანგეთის წინააღმდეგობამ ერთიან ევროპულ ოჯახში ანკარის გაერთიანების პროცესი შეაფერხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები