გია თვალავაძე გულზე ჩივილებით ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

მათი თქმით, ბრალდებული გულ-მკერდის არეში ტკივილებს უჩიოდა, რის გამოც ის კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად მოათავსეს.

თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლინიკაში სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს. თუმცა, პენიტენციური სამსახური ამას ვერ ადასტურებს, ვინაიდან, მათი თქმით, დიაგნოზი გამოკვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

თვალავაძეს სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 მოქალაქე 24 სექტემბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები