ნათია კუპრაშვილი: “რუსთავი 2„- მა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო შეცვალა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდაზე, „მაუწყებელთა ალიანსის განვითარების“ დირექტორი ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის მაუწყებლებს აზიანებს.
ნათია კუპრაშვილის თქმით, რეგიონალური მაუწყებლები და მათ შორის „რუსთავი 2“ ისევე როგორც ყველა მედია წლებია აპროტესტებენ უფასო პოლიტიკური რეკლამის საკანონმდებლო რეგულაციას.

მისივე განმარტებით, კანონი არის პრობლემური და საარჩევნო სუბიექტებისთვის არ ქმნის თანაბარ პირობებს.

„საერთოდ უფასო არაფერი არ არსებობსდედამიწაზე, მათ შორის, რეკლამა არ არსებობსუსასყიდლო და უფასო, ვერ ნახავთ მსოფლიოშიანალოგს მსგავსი ტიპის რეგულაციით, რომ კერძოტელევიზიებს ჰქონდეს ვალდებულება უფასოპოლიტიკური რეკლამის, ან ჰქონდეს საშუალება, რომ უფასო შეწირულობა გაუკეთონ პარტიებს. არარსებობს ასეთი ტიპის პრაქტიკა და ჩვენი კანონირომ უშვებს, ეს არის სწორედ უსამართლო და ამცვლილებას ჩვენ ვითხოვთ დიდი ხანია, დღეს არმოგვითხოვია. უნდა ვთქვა, რომ „რუსთავი 2“ ჩვენთან ერთად ითხოვდა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტების შემცირებას და საერთოდგაუქმებას, ახლა შეცვალა მიდგომა, რადგანპოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისი ამგვარი დანამდვილად მიკვირს, რადგან პოლიტიკურადაფილირებულ მედიაგარემოში ვცხოვრობთ, მედიაპოლარიზებულში და ასეთ დროს რა თქმაუნდა, კანონს როგორც გინდა ისე გამოიყენებ. კანონი არ დარღვეულა, მაგრამ კანონი არისუვარგისი. კანონი არის შესაცვლელი არა მხოლოდამ არჩევნების წინ, არამედ შესაცვლელი იყო წინაარჩევნების, იმის წინა არჩევნების და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ რომ ვაყენებთ ამ საკითხებს დროულად უნდა გვისმენდნენ, მათ შორის,მარეგულირებელ კომისიაშიც”, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა მედიასთან.

მისივე განცხადებით, უფასო პოლიტიკურირეკლამის საკანონმდებლო რეგულაცია ძალიანცუდად მოქმედებს მედიაგარემოზე, მედიისმდგრადობაზე და მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი ანალოგი.

„კარგია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ახლამიაქცია ამას ყურადღება. ჩვენთვის ეს ყოველთვისპრობლემური იყო. გვინდა კანონი შეიცვალოს, რადგან ჩანაწერი არავისთვის კარგი არ არის, ესარის ვაჭრობის საგანი, პოლიტიკური ვაჭრობისსაგანი, რომელიც სხვადასხვა არჩევნების დროს, გააჩნია რა მდგომარეობაა, გამოიყენებაპოლიტიკური არასწორი მიზნებისთვის დანამდვილად არ ქმნის თანაბარ გარემოს”, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმაკომისიამ „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდასთან დაკავიშრებით, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა პოლიტიკურ პლურალიზმს შეუქმნას საფრთხე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები