პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძე აქციას მართავს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აქციას მართავს.
როგორც ის აცხადებს, მას, კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.
სარალიძის განცხადებით, ის მოქმედებაზე გადადის და ღია ომს იწყებს.
“პირდაპირ მოქმედებაზე გადავდივარ, არავის არაფერს ვეტყვი და თვითონ მიხვდებიან. ღია ომი ყველას. ომში ვგულისხმობ იარაღს, ავტომატს, ბომბს, ტანკს და ყველაფერს. ჩემი შვილის სისხლს არავის შევარჩენ”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები