“უსაფრთხო ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დაწინაურება მნიშვნელოვანია”

Travelshop-ის გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ მანჯგალაძის განცხადებით, NUMBEO-ს უსაფრთხო ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მეხუთე ადგილზე დაწინაურება მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის განვითარების თვალსაზრისით.

„ეს რეიტინგი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აზიური ბაზრებისთვის, როგორიც არის მაგალითად, სინგაპური, კორეა, ჰონგ-კონგი და ა. შ. – რომლებიც განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მსგავსი ტიპის რეიტინგებს. მსგავსი შეფასებები ასევე მნიშვნელოვანია სკანდინავიის ქვეყნებისთვისაც“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ნიკოლოზ მანჯგალაძის შეფასებით, ზოგადად საქართველოში ტურისტული გარემო პოზიტიურია. თუმცა, მისივე აზრით, სექტორში ბევრი რამ დასახვეწია.

„ბევრი რაღაც არის დასახვეწი, სერვისი პირველ რიგში, მაგრამ ზრდადი დარგია და იმის გამო, რომ ჯერ ასე ვთქვათ, ახალი ტურისტული მიმართულება ვართ, ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ბევრი რამე დაიხვეწება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები