ანზორ ჩუბინიძე “იბერიას” საქმეზე: არანაირი კავშირი არ მქონდა, არ მაქვს და არ მექნება

არანაირი კავშირი არ მქონდა, არ მაქვს და არ მექნება, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს „ომეგა ჯგუფის” და “იბერიას” ირგვლივ განვითარებული პროცესების თაობაზე განუცხადა.
„რამე კომენტარის გაკეთება სამარცხვინოც კი არის. „იბერია“ ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მახსოვს და ახლა გავიგე, რომ ასეთი ტელეკომპანიაა. შეიძლება, ნაკლებად ვიცნობ. არანაირი კავშირი არ მქონდა, არ მაქვს და არ მექნება. იმის გამო, რომ საფინანსო ინსტიტუტში არასოდეს მიმუშავია, დიდი ალბათობით „დალაგების“ ასეთ მექანიზმში მონაწილეობა მიღებული ვერ მექნება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც „ომეგა ჯგუფის“ ბრიტანელი ადვოკატი ლონდონის სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები