ირაკლი კობახიძე: მუდმივად ვხედავთ ჩანაწერებს, სადაც საუბრობს 2 ადამიანი, რომლებსაც “ქართულ ოცნებასთან” არანაირი შეხება არ აქვს

მუდმივად ვხედავთ ჩანაწერებს, სადაც საუბრობს 2 ადამიანი, რომლებსაც “ქართულ ოცნებასთან” არანაირი შეხება არ აქვს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“რანაირად არის ეს ჩვენთვის მძიმე სკანდალი – ოქუაშვილი ელაპარაკება ვიღაცეებს, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს, რომელთაგან არც ერთს არ აქვს შეხება “ქართულ ოცნებასთან”.
ლევან ყიფიანის მინისტრობის შემდეგ რამდენი წელი გავიდა და არანაირი შეხება მას აღარ აქვს “ქართულ ოცნებასთან”. რანაირი სკანდალია ეს ჩვენთვის. პირიქით, ჩვენ ვართ დაინტერესებული მაქსიმალურად, რომ გამოიძიონ ეს საქმე, როცა ლაპარაკობს ოქუაშვილი, ის პრაქტიკულად თავის დანაშაულზე საუბრობს, გავარკვიოთ რა დანაშაული ჩაუდენია ოქუაშვილს, როცა ფულს უხდიდა ვიღაცას. ოქუაშვილიც უნდა დავიჭიროთ, პეტრეც და პავლეც, თუ ისინი არიან დანაშაულის თანამონაწილეები,- აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები