,,ეს ადამიანები ბედავენ და ღალატში ადანაშაულებენ ადამიანს, რომელმაც საქართველოდან რუსული ბაზები გაიყვანა”

მოვისმინეთ ათასგვარი ეპითეტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩაიდინეს ზუსტად ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს 2008 წელს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუ ,,რეაქციაში” განაცადა.

,,რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაული, ნამდვილად არ მიეცემოდა რუსეთს იმის გაკეთების საშუალება, რაც გააკეთა. არ მიეცემოდა ჩვენი ისტორიულად მნიშვნელოვანი ორი რეგიონის დაკავების საშუალება. ძალიან კარგად ახსოვს ყველას, რა დანაშაული ჩაიდინა მაშინ პირადად სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ. და ეს ადამიანები ახლა ბედავენ და ღალატში ადანაშაულებენ ადამიანს, რომელმაც საქართველოდან რუსული ბაზები გაიყვანა. ზუსტად მისი მოლაპარაკებების და მისი ამ უნარების შედეგი იყო და მას ჰქონდა ამ კუთხით განსაკუთრებული გამოცდილება მიღებული საფრანგეთში მოლაპარაკებების წარმოების კუთხით და სწორედ მისი დამსახურება იყო ის შედეგი, რომელიც მივიღეთ და მაშინ აბსოლუტურად მშვიდობიანად მოხდა რუსული ბაზების გაყვანა. ზუსტად სალომე ზურაბიშვილის მიერ გაყვანილი რუსული ჯარი შემოიყვანა სააკაშვილმა უკან საქართველოში 2008 წელს და რომ არა მისი დანაშაულებრივი ქმედებები, ეს ნამდვილად არ მოხდებოდა. სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად ეს თქვა. სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა განცხადება და ჩვენს გავაკეთეთ განცხადება რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ იყო რუსული სცენარი და თქვენ გახსოვთ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესები, რა ხდებოდა ივლისში, აგვისტოს დასაწყისში. იყო რუსული სცენარი, დაწერილი იყო კრემლში და სცენარის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო ის უგუნურება თუ ღალატი, რომელიც უნდა ჩაედინა სააკაშვილს და მის ხელისუფლებას. ზუსტად ამ ღალატის, თუ დანაშაულებრივი შეცდომის მეშვეობით მოახერხა რუსეთმა თავისი განზრახვის განხორციელება. ეს რუსეთს არ უნდოდა 1994, 1995, 1997 და 2001 წელს? მაგრამ შევარდნაძის დროსაც კი, როდესაც ყალიბდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტები, შევარდანაძემაც კი მოახერხა და რუსეთს არ მისცა იმის საშუალება რომ 100 პროცენტით დაეკავებინა ცხინვალი და აფხაზეთი. ეს ყოველთვის უნდოდა რუსეთს და ამის საშუალება მისცა სააკაშვილმა.

წარმოიდგინეთ დილით იღვიძებთ და შენი დანაშაულის გამო ასეულობით ადამიანია დაღუპული, 10 ათასობით ადამიანია დევნილობაში, უსახლ-კაროდ დარჩენილი, ორი შენი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული მეზობელი სახელმწიფოს მიერ, ამ უბედურებაში ტრიალებ და ამის მერე კიდევ როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება, ვერ წარმომიდგენია. თუ ღირსება გაქვს ამას ვერ გააკეთებ, მაგრამ როდესაც უღირსი ხარ ანუ როდესაც ხარ მიხეილ სააკაშვილი და როდესაც ნატამალი არ გაქვს ადამიანობის, კაცობის და ღირსების, ამ შემთხვევაში რას აკეთებ?! – ჯერ აზეიმებ შენივე მოსახლეობას შენივე წაგებულ ომს, მერე ბედავ და 2012 წელს კიდევ პრეტენზია გაქვს, რომ არჩევნები უნდა მოიგო და მძიმედ განიცდი არჩევნების წაგებას და ახლა კიდევ 6 წლის თავზე 2018 წელს, ბედავს და ოცნებობს დაბრუნებაზე. ეს ოცნება ვერასდროს ვერ ახდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები