ირაკლი კობახიძე – ,,ნაცმოძრაობის” ერთად აღებული 27% ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთად აღებული 27% ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში თავისუფლად მოიგებს არჩევნებს და მოიგებს იმიტომ, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი.

,,რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ,,ნაცმოძრაობამ” თავის ყველა განშტოებით წინა არჩევნებში მიიღო 27 პროცენტი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 27%-ს არ ავაცილოთ. დღეს არის რეალურად სულ 3 კანდიდატი ამ საარჩევნო მარათონში – ეს არის სალომე ზურაბიშვილი, ეს არის გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. ამ ორმა კანდიდატმა ერთად 27%-ზე მეტი არ უნდა აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მივანდეთ საზოგადოებას 2016 წელს და მიუჩინა მან ადგილი ნაცმოძრაობას და ასეთივე ადგილს მიუჩენს ნაცმოძრაობას ახლაც.

,,ნაცმოძრაობის” ერთად აღებული 27% ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში თავისუფლად მოიგებს არჩევნებს და მოიგებს იმიტომ, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი და მეორე მიზეზი, იმიტომ რომ ის უპირისპირდება მოღალატეებს, ის უპირისპირდება გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც თქვა, მას ერთი წელი დასჭირდა რომ რუსული პასპორტი ჩაებარებინა, 1 წელი ვერ შეელია კაცი რუსულ პასპორტს ომის შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ომის დროს, შემდეგ მინისტრი გახდა და ერთი წელი რუსულ პასპორტს ვერ შეელია. ესეც არ არის მთავარი – შემდეგ აძლევს ინტერვიუს, ხან რუსულ არხს RTVi-ის და ხან რადიო თავისუფლებას და რას ეუბნება? – მნიშვნელობა არ აქვს მე რუსული პასპორტი მედება თუ არა ჯიბეში, რუსეთი ჩემი ცხოვრების ნაწილიაო, კაცს რუსეთი უყვარს. გრიგოლ ვაშაძეს აქვს სიყვარული რუსეთის მიმართ და ეს კაცი ყოფილა თურმე ღირსეული კანდიდატი და სალომე ზურაბიშვილი ყოფილა მოღალატე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები