ირაკლი კობახიძე: ამაზრზენია, რაც ამ დღეებში ხდება საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას

ამაზრზენია, რაც ამ დღეებში ხდება საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა.

,,ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ საპარლამენტო სისტემაში არ შეიძლება ჩატარდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და რატომ – დაპირებებზე ვერ საუბრობ, პროგრამაზე ვერ საუბრობ, ვერაფერზე ვერ საუბრობ, იგივე პრობლემაა ამ კამპანიის დროსაც და რაზე კეთდება აქცენტი? გამოდის ნაცმოძრაობა, ევროპული საქართველო, მესამე, მეოთხე ვიღაცები და ისინი გადასული არიან მთლიანად შავ პიარზე ანუ თავის ხედვებზე კი არ ლაპარაკობენ, როგორ წარმოუდგენიათ თავის პრეზიდენტობა, საუბრობენ თავიდან ბოლომდე შავ პიარზე და თან აკეთებენ ამას ამაზრზენი ფორმით, რაც არც არანაირ ადამიანურ ჩარჩოებში არ ჯდება და თავიდან ბოლომდე აცდენილია პოლიტიკურ კონიუნქტურა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი.

,,რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ. სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი და ძალიან ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები