კარასინმა ევროკომისიისა და ეუთოს წევრებთან დეფაქტო აფხაზეთზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ისაუბრა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, ჟენევის მოლაპარაკებების წარმომადგენლებმა და ევროკომისიის სამხრეთ კავკასიაზე სპეცწარმომადგენელმა ტაივო კლაარმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ჯიხან სულთანოღლუმ და ეუთოს თავმჯდომარის სპეცწარმომადგენელმა, რუდოლფ მიშალკამ 9-10 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მომზადების კურსი განიხილეს.
“ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე, ვითარებაზე დეფაქტო აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს “საზღვარზე”, ასევე, ჟენევაში 9-10 ოქტომბერს დაგეგმილი მორიგი შეხვედრის მომზადებაზე მოსაზრებები გაიცვალა”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ აპირებენ ჟენევის დისკუსიების ეფექტურობის გაზრდას, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მიზნით.
ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან რუსეთ-საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლების შუამდგომლობით ტარდება.