სალომე ზურაბიშვილი: პრაქტიკულად, ყველა მხრიდან შეტევებია, რაც შეურაცხმყოფელია ჩემთვის

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიით აღშფოთებულია და ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ურეკში ამომრჩეველს შეხვდა, აცხადებს, რომ მის მიმართ ოპონენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, შეურაცხმყოფელია.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მის დისრედიტაციას ემსახურება.
„პრაქტიკულად, ყველა მხრიდან შეტევებია. ბოლო ცრუ ბრალდება იყო, რომ თითქოს არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი, ვყოფილვარ კათოლიკე და მომხრე ერთსქესიანთა ქორწინების. საიდან მოიტანეს, არ ვიცი, მაგრამ მაინც შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას და მართლმადიდებლურ ეკლესიას იცავდა, ვინაიდან საქართველოს ისტორიაში ეკლესია, დამოუკიდებლობა და სახელმწიფო განუყოფელია ერთმანეთისგან. ნიკო ნიკოლაძემ საფუძველი ჩაუყარა იმ ტაძარს, რომელიც დღეს დასრულებულია ფოთში. მამაჩემმა, თავის ძმასთან ერთად დაარსა ერთადერთი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მთელ თავისუფალ სამყაროში მანამ, სანამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგებოდა. ეს კარგად ორკესტრირებული კამპანია სწორედ ენას, მამულს და სარწმუნოებას უტევს. ბოლო 15-16 წლის მერე საქართველოს საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად გამიცნო და იცის, რა უნდა იფიქროს ჩემზე. ეს დისკრედიტაცია გრძელდება გარეთ, თუმცა იქაც მიცნობენ და ძალიან ძნელია გაავრცელო აზრი, თითქოს მე ვარ პრორუსი ან პუტინის აგენტი. ვრცელდება ბევრად უფრო ცნობილი ტექსტი, რომ თითქოს დღეს საქართველოში დაპირისპირებულია ორი ძალა, რომელთაც აქვთ ორი სხვადასხვა ნარატივი, მათგან ერთი იცავს რუსულ ვერსიებს და მეორე პროდასავლურს. ეს ძალიან საზიანოა ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და მომავლისთვის იმ დროს, როდესაც ჩვენ ბოლო ნაბიჯებს ვდგამთ ევროკავშირისა და ნატო-სკენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები