მარტვილში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – „სალხინოს სასახლის კამერატა“ გაიმართება

სალხინოს დადიანის საშემოდგომო სასახლე მარტვილში წელს მეოთხედ უმასპინძლებს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „სალხინოს სასახლის კამერატა“.
როგორ „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალი ტრადიციულად სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება და ის მუსიკოსებს აშშ-დან, ავსტრიიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან უმასპინძლებს.
ფესტივალი ხორციელდება პროექტ Check in Georgia-ს და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართელობის მხარდაჭერით.
გენერალური სპონსორია კომპანია „ლაიფ მასტერი“.
ულამაზეს საშემოდგომო სასახლეში სამი დაუვიწყარი მუსიკალური საღამო ჩატარდება:
28 სექტემბერი – ვალერიან შიუკაშვილი; თამარ ლიჩელი;
29 სექტემბერი – საფორტეპიანო ტრიო ACCIO; ტრიო INDEED; აფხაზეთის სახლემწიფო კაპელა და მაესტრო ზვიად ბოლქვაძე;
30 სექტემბერი – გალაკონცერტი ყველა შემსრულებლის მონაწილეობით.

ორგანიზატორები: სამხატვრო ხელმძღვანელი შიო აბრახამია; დირექტორი – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები