ვოლსკი მერაბიშვილის შეწყალებაზე: არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება

“მე ვფიქრობ, კონკრეტული ადამიანები იმსახურებენ შეწყალებას, თუმცა არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მერაბიშვილს ეს მისი დისკრეციული უფლებაა.
“ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს ამ საკითხზე. ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. მე ვფიქრობ, კონკრეტული ადამიანები იმსახურებენ შეწყალებას, თუმცა არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება. მე ასეთი აზრი მაქვს ამაზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, სწორედ, მერაბიშვილის თემაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მას ბევრი რამის უფლება კონსტიტუციურად არ აქვს.
“ვაშაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ თუკი გაიმარჯვებს, რაც პრაქტიკულად, გამორიცხულია, შეიწყალებს ერთს, მეორეს, მესამეს, ჩამოიყვანს სააკაშვილს და გააკეთებს იმას, რაც მას კონსტიტუციის უფლებებით არ აქვს განსაზღვრული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები