თბილისში, 40 კვირის ორსულმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა – ქალს მეოთხე შვილი შეეძინა

თბილისში, 0315 ბრიგადის ექიმებმა, 40 კვირის ორსული ქალბატონის მშობიარობა სასწრაფოს მანქანაში მიიღეს.
„0315 ბრიგადისთვის – უფროსი ექიმი რუსუდან გოგიჩაიშვილი, უმცროსი ექიმი გვანცა მაისურაძე, მძღოლი ვარლამ ხაბარაშვილი – 23 სექტემბრის მორიგეობა ემოციური და პოზიტიური აღმოჩნდა.
მათ ახალი სიცოცხლის დაბადებაში მიიღეს მონაწილეობა. გამოძახების ადგილზე ოთხ წუთში მისულ ბრიგადას 40 კვირის ორსული ქალბატონი სამშობიარო ტკივილით დახვდა“, – აცხადებენ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
როგორც უფროსმა ექიმმა, რუსუდან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, მშობიარე ქალი სასწრაფოდ მოამზადეს ჰოსპიტალიზაციისთვის, მაგრამ მანქანაში ჩაყვანისთანავე ქალს მშობიარობა დაეწყო. „ქვეყანას ჯანმრთელი გოგონა მოევლინა. ეს ქალბატონისთვის მეოთხე მშობიარობა გახლავთ“, – აღნიშნა ექიმმა.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მშობლებს პატარა გოგონას შეძენას ულოცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები