პორტუგალიაში 400 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს (ფოტოკოლაჟი)

არქეოლოგებმა პორტუგალიის სანაპიროებთან 400 წლის წინ ჩაძირული სავაჭრო გემი იპოვეს. ისტორიკოსებმა მონაპოვარს “ათწლეულის მოვლენა” უწოდებს.
“ისტორიკოსების აზრით, ეს ათწლეულის აღმოჩენაა. პორტუგალიისთვის კი ეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა”, – განუცხადა სააგენტო “რეიტერს” არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჟორჟ ფრეირმა.
გემის ირგვლივ კერამიკული ჭურჭელი და პორტუგალიის დროშებით მოხატული ზარბაზნები იპოვეს.
არქეოლოგების ვარაუდით, გემი ინდოეთიდან ბრუნდებოდა და დაახლოებით 1575 -1625 წლებს შორის ჩაიძირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები