ბექა ოდიშარია: მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც ჭანჭიკების როლს ასრულებენ ხალხის მოტყუებაში

0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას შეფასებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს არ აძლევენ საშუალებას, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს.
“მე ახლა ყურადღებით ვუსმენდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს და მან თქვა შემდეგი სიტყვები, რომ ჩვენ, მართლაც, გვსურდა ევროპული საარჩევნო პროცესის ჩატარება, ახლაც გვაქვს ამის სურვილი. ჩვენ სურვილი გამოვხატეთ, რომ მხარი დაგვეჭირა ზეპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატისათვის, რომელსაც, არა მხოლოდ, თავისი ოჯახის წევრები ცნობენ და რომლებსაც არ შეუძლიათ, რაც პროცესმა გვაჩვენა, საკუთარი საბუთების სწორად შევსება, არამედ კანდიდატისათვის, რომელიც საქართველოს წაადგებოდა, ხვალინდელ დღეს, წაადგებოდა იმ საკონსტიტუციო მოწყობას. თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა და მეც გავიმეორებ, ამის საშუალებას ამ მართლაც ევროპული ტიპის პოლიტიკოსს არ აძლევენ. არ აძლევენ, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანის გამოყენების საშუალებით და მე მართლაც ადამიანურად მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც ჭანჭიკების როლს ასრულებენ ხალხის მოტყუებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც კარგად უწყით, თუ რა ბრძოლით მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს გამარჯვება. აქ სხედან მებრძოლი ადამიანები. ადამიანები, რომლებმაც მართლაც საკუთარი სიცოცხლის ფასად აიღეს ხელში ხელისუფლება. მე, ვამაყობ ამ ადამიანების გვერდში ყოფნით, რადგან ასეთივე ბრძოლისუნარიანი ისინი არ არიან, რომ მოიპოვონ ხელისუფლების ყველა შტო ამ ქვეყანაში.
თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით ვართ პარლამენტში წარმოდგენილნი, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გარდა სამისა, „ქართული ოცნება“ არის წარმოდგენილი აბსოლიტური უმრავლესობით და სწორედ ამ ადამიანების გადაწყვეტილებით, რომლებაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არ უნდა გაგვრყვნას და სწორად უნდა წავიკითხოთ ის, რაც წერია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ, არ ვთამაშობთ კონსტიტუციით, არ ვთამაშობთ ადამიანებით, საზოგადოებრივი აზრით. მადლობას ვუხდი ირაკლი კობახიძეს, გენერალურ მდივანს, კახი კალაძეს, და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არა ერთხელ გამხდარა ევროპული პრეცედენტის, გნებავთ გადადგომის, გნებავთ გარიდების პოლიტიკიდან და თუ გნებავთ როცა საჭიროა მობრუნების, როცა ქვეყანას სჭირდება, რადგან ასე იქცევიან ღირსეული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული ადამიანები“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი