ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ისევე ახლოსაა დასავლეთთან, როგორც კრიალოსანი ვირთან

0

„შავი პიარი ღიად წარმოებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების მხრიდან. ასე თქვენ ევროპასთან ვერ დაახლოვდებით და არც გაქვთ ამის სურვილი, ეს პირდაპირ ჩანს. ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთან ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან“,- ასე გამოეხმაურა ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას.
რომან გოცირიძის პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრებული პარტიაა.
„გაკოტრებული პარტია 6 კაცით ზის კანტიკუნტად საქართველოს პარლამენტში.
კანტი თქვენ ხართ და კუნტი გყავთ კიდევ ხუთი კაცი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი